понедельник, 6 июля 2015 г.

დღე მეცხრე

ვიმუშავეთ მერვე მოდულზე, კერძოდ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება. განვიხილეთ პორტფოლიოს რუბრიკა, ასევე  უკუკავშირის საჩვენებელი ფორმა. ასევე როგორ მოვახდინოთ ტექნოლოგიური საშუალებებით შექმნილი ნამუშევრების ჩვენება. განვიხილეთ აქტივობები მოსწავლეების დასაწყვილებლად.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მონაწილეთა პროექტების პრეზენტაცია. თითოეულმა მონაწილემ წარადგინა პროექტი. ისაუბრეს პროექტის მიზნებზე, სასწავლო პროცედურებზე, წარმოადგინეს პროექტის რესურსები.  ასევე წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნამუშევრებიც. ტრენერი აკეთებდა რეკომენდაციებს თითოეული მონაწილის პროექტთან მიმართებაში 

ჩემი პროექტის რესურსები

среда, 1 июля 2015 г.

მერვე დღე

დღეს ვიმუშავეთ მეექვსე და მეშვიდე მოდულზე. დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის და ფასილატიცია ტექნოლოგიების გამოყენებით. გადავხედეთ პროექტის გეგმას და შევავსეთ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი. გავეცანით დოკუმენტს , დიფერინცირებული სწავლება ტექნოლოგიური ცხრილები და გავიგე როგორ გამოვიყენო  პროექტზე მუშაობის დროს.